logo_geo
eng_logo
სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 41 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება
- +

25 დეკემბერი. 2018. 10:46

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 41 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.

 

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

 

პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ტაძარში სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზონი და მრევლი იმყოფება. სვეტიცხოველში მსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ელოდებიან.

 

მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

 

ილია II, ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია 1977 წლიდან.

 

ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner