თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს საზოგადოებას დღეს წარუდგენს. თბილისის მერის ანგარიშის პრეზენტაცია საკრებულოში გაიმართება.
კალაძის თქმით, მზად არის ოპონენტების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს, თუ რა პროექტები განახორციელა მერიამ 2018 წლის განმავლობაში.
ამასთან, დღესვე კალაძე საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.