logo_geo
eng_logo
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები კამპანიაში „ნუ მოჭრი - მორთე!“ ჩაერთვნენ
- +

25 დეკემბერი. 2018. 12:32

 

24 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ გარემოსდაცვით კამპანიაში - „ნუ მოჭრი - მორთე“ და სასახლის მიმდებარე პირველი რესპუბლიკის ბაღში ნაძვის ხე მორთეს, ამ თემისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

 

აქცია „ნუ მოჭრი - მორთე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. კამპანია მასშტაბური ხასიათისაა და ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. აქციის მიზანი ქვეყანაში წიწვოვანი ხეების, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner