24 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ გარემოსდაცვით კამპანიაში - „ნუ მოჭრი - მორთე“ და სასახლის მიმდებარე პირველი რესპუბლიკის ბაღში ნაძვის ხე მორთეს, ამ თემისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
აქცია „ნუ მოჭრი - მორთე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. კამპანია მასშტაბური ხასიათისაა და ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. აქციის მიზანი ქვეყანაში წიწვოვანი ხეების, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაა.