logo_geo
eng_logo
გია ყანჩელი საქართველოში ჩამოიყვანეს
- +

25 დეკემბერი. 2018. 13:47

 

 

კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოში ჩამოიყვანეს. როგორც ambebi.ge-ს გია ყანჩელის მეგობარმა, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის მეუღლე ნუგეშა მესხმა განუცხადა, გია ყანჩელმა საქართველოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვა.

 

„გია ყანჩელი საქართველოში საგანგებოდ ჩამოიყვანეს, რადგან თავად მოისურვა აქ ყოფნა. გულის უკმარისობა აწუხებს, სუსტად არის, მაგრამ ისეთი არაფერია, რა ინფორმაციასაც ავრცელებენ და იქნებ შეწყდეს ეს აჟიოტაჟი! სენსაციების მოყვარული ქვეყანა ვართ და აიტაცეს, არიქა ადამიანი ძალიან ცუდად არისო. ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის ასეთი პრობლემები და ჩვენ დიდი იმედით შევყურებთ, რომ ახლაც აუცილებლად დაძლევს... გუშინწინ გახლდით მოსანახულებლად და ნორმალურად იყო... დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად!“ - განაცხადა ყანჩელის ოჯახის მეგობარმა.

 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ყანჩელი კლინიკაში მოათავსეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner