საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ შესაძლოა, ყოფილ მერ გიგი უგულავას ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს.
„შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით! ყველა ჭრილობა... სისხლის... სიკვდილის, რაც ერთან ერთად გამოვიარე, განმიახლდა... ასეთი ადამიანები ერისკაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სახლოვეს ვერ იქნება. სიმწრის ცრემლები მახრჩობს... დავით კოღუაშვილო!!!" - წერს ლუკა კურტანიძე „facebook"-გვერდზე.