logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მნიშვნელოვანია გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს ოჯახის ექიმს
- +

25 დეკემბერი. 2018. 13:49

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მიაღწევს.

 

„სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ამ სიმპტომების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს ოჯახის ექიმს.

ჯერჯერობით, ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ერთი აჭარაში და ერთი ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner