logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: მადლობა ღმერთს, უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად
- +

25 დეკემბერი. 2018. 15:10

 

„დღეს ერთადერთი გრძნობა, რაც მაქვს, ეს არის მადლიერება ღვთის წინაშე, რომ უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ სვეტიცხოველში განაცხადა.

 

„დღეს განსაკუთრებით გამახსენდა და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც 41 წლის წინ იმჟამინდელი КГБ-ს კორდონი გაარღვიეს და მცხეთაში შემოვიდნენ საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. ეს იყო რწმენით სავსე ჩამოსვლა მცხეთაში და იმედით სავსე ჩამოსვლა, რომელიც აჩვენებდა ადამიანებს, რომ რაღაც ახალი ხდებოდა მთლიანად საქართველოს ისტორიაში და ზუსტად ამ იმედებმა გაამართლა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლის შესრულებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner