logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ჩვენი ერი მოსიყვარულეა - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი
- +

25 დეკემბერი. 2018. 15:42

 

„ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

 

„41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ლოცვა-კურთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, - ბრძანა უწმინდესმა.

 

პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ მიულოცა და სპეციალური სიტყვით წმინდა სინოდის სახელით მიმართა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხდა დიდი სულიერი ღვაწლისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner