logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: უხერხულია, გვერდით ედგე მეუღლეს, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითხოვს
- +

25 დეკემბერი. 2018. 17:27

 

„ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძის კლანისგან, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს და ხელისუფლების დამხობას აპირებს“, - ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, რამდენად სწორად მიმაჩნია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდეს ნინო ანანიაშვილი, როდესაც მისი მეუღლე ამ ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებს. დიახ, ვთვლი და გავიმეორებ, რომ არ შეიძლება, ნინო ანანიაშვილი სახელმწიფო სამსახურის ასეთ მაღალ პოსტს იკავებდეს, როცა მისი მეუღლე ვაშაძე ამ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს.

 

ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძის კლანისგან, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებს და ხელისუფლების დამხობას აპირებს. ოპერა არის ნებისმიერი ქვეყნის სახე და ნამდვილად არ შეიძლება, მის საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ანანიაშვილის ადგილას მე აუცილებლად გადავდგებოდი. ბოლოს და ბოლოს, თავად როგორ აძლევს მორალი უფლებას, ხელფასი აიღოს „ნარკობარიგა“ და „კრიმინალი“ მთავრობისგან? უხერხულია, გვერდით ედგე მეუღლეს, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითხოვს და შენ იმ ხელისუფლების სამსახურში მუშაობ, თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა.

 

ნინო ანანიაშვილი უდავოდ არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, შეუძლია, საბალეტო დასში დარჩეს პედაგოგად და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა რანგში გაუზიაროს ახალგაზრდებს“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner