აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ზიკას ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ბიუჯეტიდან 1,9 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ მის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.
ობამას განცხადებით, ქვეყანა მომავალში, შესაძლოა, უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგეს.
აშშ-ში დაახლოებით 300 ორსულს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა.