„ხელისუფლებამ რეალური განცდა უნდა შექმნას ხალხში, რომ მართლა ცდილობს სააკაშვილის გასამართლებას“, - ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მივესალმები, რომ გაბედეს კირკიტაძის დაკავება, მაგრამ ამით არ უნდა დასრულდეს დაკავებები! კიდევ ბევრი სხვაც უნდა დააკავონ, ვინც უშუალოდ ჩადიოდა და ჩადის დანაშაულს!
მე კი არა, თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ ხედავს, რომ სააკაშვილი მომსახურების ზონიდან არის გასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე არ არის და მისი დაკავება არ უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ რეალური განცდა უნდა შექმნას ხალხში, რომ მართლა ცდილობს სააკაშვილის გასამართლებას“, - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.