საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება დღეს წარადგინა.