logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: თბილისი 2019 წელს პროგრესული, ნოვატორი ლიდერით, თამამი და ამბიციური პროგრამით ხვდება
- +

25 დეკემბერი. 2018. 20:49

 

 

 

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტი  შეაფასა.

 

„უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად შემუშავდა და დაინერგა  მმართველობის პროგრესული და რეფორმატორული სტილი. საანგარიშო წელს თამამი და ამბიციური,  მიდგომების თანამონაწილენი გავხდით, უპირველესად, თბილისი კომპანია „სითი პარკის“-გან გათავისუფლება, ხოლო ტაქსების ქაოტური და ერთმნიშვნელოვნად არაუსაფრთხო ქსელი ოპერირების ახალი მოდელით შეიცვალა.

 

პრინციპულ მიდგომას საჭიროებდა ურბანული და სამშენებლო პროცესების კრიტერიუმების შეცვლა, რაც დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების, ეკოლოგიის, არქიტექტურული იერსახის დაცვის მიზნით წინგადადგმული ნაბიჯი არის.

 

დასახელებული ინიციატივები საკანონმდებლო აქტებში აისახა და გამყარდა ეფექტიანი სააღსრულებო სისტემით. მერიაში განხორციელდა კომპლექსური, სიღრმისეული და შედეგზე ორიენტირებული სტრუქტურული ორგანიზაციები.

 

როდესაც ვსაუბრობ პროგრესულ და ნოვატორულ მმართველობაზე,  ვგულისხმობ მოქალაქეთა ღიაობისა და აქტიური კომუნიკაციის ინოვაციურ პლატფორმას - „ჩემი იდეა ქალაქის მერს“, რომელმაც ევროპელ კოლეგებში დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი პოპულარობა თბილისელების ნდობაზე მეტყველებს. 

 

მნიშვნელოვანია, რომ ხალხთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად დაიგეგმა 2019 წლის თბილისის ბიუჯეტი, რომელიც რეკორდულ მაქსიმუმს აღწევს და საზოგადოების საჭიროებებზეა მორგებული.

 

2019 წლის ბოლოდან 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს, ამ ისტორიულ ფაქტს თბილისი პროგრესული, ნოვატორი ლიდერით, თამამი და ამბიციური პროგრამებით ხვდება’’, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner