logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
- +

25 დეკემბერი. 2018. 21:28

 

 

 

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ჩიქოვანმა ნათია გუგულაძე ჩაანაცვლა და ამიერიდან პრემიერს რჩევებს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში მისცემს.

 

ჩიქოვანი 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო. "თავისუფალი დემოკრატები" 2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების წევრები იყვნენ, თუმცა 2014 წელს კოალიცია დატოვეს და მიზეზად "თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია" დაასახელს. თავდაცვის მინისტრი მაშინ თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner