logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება
- +

21 მაისი. 2016. 13:16



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების" ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებს ხვდება. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრება.



„ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, შეხვედრა მიმდინარე საკითხებს შეეხება, მათ შორის, მათივე განმარტებით, საპარლამენტო მუშაობისა და საარჩევნო საკითხების შესახებ იმსჯელებენ.



დეპუტატების ნაწილის თქმით, შესაძლოა, იმსჯელონ საარჩევნო სიებზეც. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა განიხილონ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner