logo_geo
eng_logo
„ჩვენ ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება“ - ბერას და ნანუკას მადლობა მეგობრებს
- +

25 დეკემბერი. 2018. 21:36

 

 

ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა და და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს.

 

მაშინ ბერამ და ნანუკამ გადაწყვიტეს, სტუმრების საჩუქრების თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დახმარებოდნენ.

 

როგორც ჩანს, ბერა და ნანუკას მეგობრებმა ეს თხოვნა გაითვალისწინეს.

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ბერას და ნანუკას მადლობის წერილს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო მეგობრებო,

გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ 11 ნოემბერს ჩვენთან ერთად იყავით და გაიზიარეთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები.

მადლობა, რომ გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი თხოვნა საჩუქართან მიმართებაში.

გვსურს გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ გაცემული სახსრები მთლიანად გადაირიცხა ბავშვებზე მზრუნველ სამ ორგანიზაციაში: "Life Line", "მზის შვილები" და "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება".

ჩვენ ყველა ერთად დავეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

საუკეთესო სურვილებით,

ბერა და ნანუკა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner