logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ძალიან მინდა, რომ 2020 წელის დამდეგს მაინც მქონდეს გასახსენებელი მზიანი, ხალისიანი ისტორია...
- +

26 დეკემბერი. 2018. 00:30

 

 

ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საახალწლო დღეებში ჟურნალისტები პოლიტიკოსებს ძირითადად ხალისიანი ისტორიების გახსენებას სთხოვენ. უკვე მერამდენე ინტერვიუს წინ ვზივარ და ვფიქრობ, რა მოვყვე...

 

მთელი წლის მანძილზე, სოფელ- სოფელ ადამიანებისგან უფრო ტკივილიან, სევდიან ამბებს ვისმენდი (და მეც დამწუხრებული ვიყავი), ვიდრე მხიარულ ისტორიებს, ამიტომაც გასახსენებელი ან არა მაქვს, ან იმდენად მძიმეა, რომ კამერების წინ მოსაყოლად (საახალწლო დღეებში) არ გამოდგება.

 

ძალიან მინდა, რომ 2019 წელი ქართველი ხალხისთვის იყოს აღსავსე მხიარული, ბედნიერი, ლაღი, ხალისიანი ფრაგმენტებით, რომ 2020 წელის დამდეგს მაინც მქონდეს გასახსენებელი ან კურიოზი, ან რამე ნათელი, მზიანი, ხალისიანი ისტორია...“ - წერს ინაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner