თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი პროექტებია გათვალისწინებული.
„მინდა, საკრებულოს მადლობა გადავუხადო ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში. 2019 წლის ბიუჯეტის ოდენობა აღემატება 2018 წლისას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება. უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ დედაქალაქისთვის. წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.