logo_geo
eng_logo
N15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

21 მაისი. 2016. 14:22


 

N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს" მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა. დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე  ყვავილის 200-მდე ნერგი და 20-მდე მარადმწვანე მცენარე დარგეს.  აქციაში მონაწილეობა მსჯავრდებულებმაც მიიღეს.



„ფონდი მორიგ გამწვანების აქციას ამჯერად, ქსნის დაწესებულებაში ახორიცელებს. ეს რიგით მესამე აქციაა, მანამდე ხეები და ყვავილები რუსთავში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში დაირგო.  მსჯავრდებულების დახმარებით სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიებს ვალამაზებთ. ნარგავებს თავად მსჯავრდებულები მოუვლიან", - განაცხადა ფონდ „გაამწვანე საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით, აქცია ფონდ „გაამწვანე საქართველოს" მხარდაჭერით, პენიტენციურ  დაწესებულებებში მომავალშიც გაგრძელდება.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner