logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობა გააუქმა
- +

26 დეკემბერი. 2018. 18:03

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შეწყვეტა ოფიციალურად გამოაცხადა.

 

„დღეს შეწყდება საომარი მდგომარეობა. ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სიტუაციის ანალიზს“, - განაცხადა პოროშენკომ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ არ სურს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შეზღუდვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობის შემოღების მთავარი მიღწევა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იყო.

 

27 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის 30 დღით შემოღების თაობაზე. 5 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდა, თუმცა ФСБ-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner