logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს
- +

26 დეკემბერი. 2018. 18:20

 

„საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს და საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაუბრუნდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner