საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ბოლო ტური დღეს, 21 მაისს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატიდან მოხსნილ ქედის „ბეთლემს" წყალტუბოს „სამგურალთან" წაგება - 0:3 ჩაეთვლება, სხვა მატჩები კი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.
„გაგრა" - „ვიტ ჯორჯია"
„ბორჯომი" - „მაჭახელა"
„ჩხერიმელა" - „ოდიში 1919"
„სქური" - „რუსთავი"
„იმერეთი" - „ლიახვი"
„კოლხეთი" (ხობი) - „სამეგრელო"
„მეშახტე" - „ალგეთი"
„მერცხალი" - „ჭუათურა"
პირველი ადგილი 69 ქულით ცხინვალის „ლიახვს" აქვს განაღდებული, მეორე კი - „ვიტ ჯორჯიას" (63 ქულა). ხობის „კოლხეთი" „ბორჯომს" 3 ქულით უსწრებს და დღევანდელი მატჩები გაარკვევს მესამეადგილოსნის ვინაობას, რომელიც დებულების თანახმად, უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზე გასულს გადათამაშებაში შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება.