logo_geo
eng_logo
„აუცილებელია, მოხდეს სოლიდარობის განცდა იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან“
- +

26 დეკემბერი. 2018. 18:50

 

„დღის წესრიგში დგას აუცილებლობა იმისა, რომ მოხდეს საზოგადოების, მედიის განათლება და სოლიდარობის განცდა სახელმწიფოს და იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ყოველდღიურ რეჟიმში“, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.

 

„შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს საზოგადოების მიმღებლობის გაზრდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის მიმართ, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას. ამისი მაგალითი, რამდენად მოუმზადებელი ხვდება საზოგადოება ამას, მათ შორის მედიაც, მსგავსი ტიპის ტერორისტულ გამოწვევებს, ამის მაგალითი ჩვენ 2017-2018 წლებმა გვიჩვენა და ამიტომ დღის წესრიგში დგას აუცილებლობა იმისა, რომ მოხდეს საზოგადოების და მედიის განათლება და სოლიდარობის განცდა სახელმწიფოს და იმ სამსახურების მიმართ, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner