ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას აზრით, სემეკ-ის გადაწყვეტილება მომავალში უარყოფითად არ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე და შესაძლო გაძვირებას აღარ უნდა ველოდოთ.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მოლოდინი მქონდა, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, იმიტომ რომ იმ არეალში, სადაც „სოკარი“ ოპერირებს, ძალიან დიდი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ტარიფში უნდა ასახულიყო. თუმცა, ვფიქრობ, ოპტიმალური გზა გამოინახა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მომავალში უარყოფითად არ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე და შესაძლო გაძვირებას აღარ უნდა ველოდოთ. მომავალში, ალბათ, რეფორმის ჩატარებაც აუცილებელი იქნება, რომლის მიხედვითაც ე.წ. სოციალური ტარიფის პრინციპი უნდა შეიცვალოს. სოციალურად დაუცველებმა გარკვეული დახმარება უნდა მიიღონ და მათი სატარიფო შეღავათი სხვა მომხმარებლებზე აღარ უნდა გადანაწილდეს“, - განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ.