logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: გინდათ, ჩამქოლეთ და...
- +

26 დეკემბერი. 2018. 19:02

ყველამ ვიცით, რომ ძაღლის კუდი არ სწორდება!

 

ვიცით, რომ ესენი ქვეყნის დაქცევაზე ფიქრს და ოცნებას არ მოიშლიან!

 

ვიცით, რომ ქვეყნის პოლიტიკას მომავალი არ ექნება, ვიდრე კრიმინალები ოპოზიციად იწოდებიან და კანონებს წერენ!

 

ვიცით, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი „ნაცმოძრაობის“, როგორც ორგანიზაციის გასამართლებაა!

 

ვიცით, რომ ამათი გულშემატკივრები ყველაფერს იღონებენ, ოღონდაც სამართლებრივი შეფასება არ მიეცეს ამ ყაჩაღების ნაღვაწს!

 

ვიცით, რომ ქვეყანა, რომელიც უფლებააყრილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თუნდაც ეს, სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა, სახელმწიფოდ ვერ შედგება!

 

რა ვქნათ, ხელი ჩავიქნიოთ და ცნობილ მოტივზე ვიმღეროთ, ჩვენ არაფერი გვეკითხება, მაინც ვიღუპებით და რიონს გავყვეთ ფოთამდეო?!

 

ანდა, ასეთი აზროვნების და ასეთი უუფლებობის გულგრილად მაყურებლებს ვინ გვეტყვის, ქართველებისაა საქართველოო, როცა ქართველებს არ გვინდა საქართველო!

 

„ნაცები“ კი არიან საშიში! ჩვენგან ამდენი ცინიზმის და უტიფრობის გულგრილი ყურებაა იმის დასტური, როგორი დანგრეული და წაშლილი გვაქვს წინააღმდეგობის უნარი და სახელმწიფოებრივი ცნობიერება!

 

გინდათ, ჩამქოლეთ და...

 

თავმოყვარეობაც!

 

აბა, სხვა რა ჯანდაბა ვთქვა ისეთ ქვეყანაში, სადაც ვიღაცას შეუძლია, დაუჯდეს და ბადრი შუბლაძეს სერიოზულად ეკამათოს პოლიტიკაზე და სამშობლოს სიყვარულზე?!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner