logo_geo
eng_logo
Acer - Predator Thronos - „ელიტ ელექტრონიქსის“ ექსკლუზივი საახალწლოდ
- +

26 დეკემბერი. 2018. 20:37

 

 

 

ექსკლუზიურად მხოლოდ საახალწლოდ – „ელიტ ელექტრონიქსს“ ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული სტუმარი ეწვია Acer-ის ოჯახიდან, ეს Predator Thronos-ია!

 

Acer კიბერსპორტის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის და კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დიდი ხანია Predator-ის სახელით აწარმოებს კომპიუტერებსა და აქსესუარებს. ამჯერადაც საუკეთესო მონაცემების მქონე ატრიბუტებით აღჭურვილი Thronos-ი შემოგვთავაზა, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს დაიპყრობს. Predator Thronos-ით თამაში სრულიად ახალი გამოცდილება და შეგრძნებებია!

 

Predator Thronos არის უახლესი მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს სამ 27-ინჩიან მონიტორს, პროცესორ Predator Orion 9000-ს, მაუს Predator Cestus 510 gaming-ს, კლავიატურა Aethon 500 gaming-ს, ყურსასმენ Predator Galea 300 Gaming-ს და, რა თქმა უნდა, ყველაზე კომფორტულ, რეგულირებად სკამს, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერ სასურველ პოზიციას. ეს ყველაფერი განუმეორებელ გამოცდილებას ქმნის თითოეული გეიმერისთვის.

 

25 დეკემბერს Acer-მა და „ელიტ ელექტრონიქსმა“ Predator Thronos-სთან დაკავშირებით პოპულარულ თამაშ Fortnite-ში ჩემპიონატი ჩაატარეს და საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს, საპრიზო ადგილებზე გასულებს საჩუქრად გადაეცათ Acer-ის პლანშეტი და Predator-ის ჩანთა. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს არაჩვეულებრივი და დაძაბული სანახაობისთვის და ვულოცავთ გამარჯვებულებს.

 

Predator Thronos-ზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეომიმოხილვა:  https://www.youtube.com/watch?v=8HmHEMDPnpE

 

„ელიტ ელექტრონიქსი“ გილოცავთ ახალ წელს!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner