„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მეჭიაურის განმარტებით, ივანიშვილი შეხვედრას ფრაქციის წევრების თხოვნით დაესწრო.
„არის გარკვეული საკითხები, რაზეც მასთან შეკითხვები ჰქონდათ", - განაცხადა მეჭიაურმა, თუმცა კონკრეტული საკითხები არ დაასახელა.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ „ამ წუთიდან პარტიას ტოვებს, თუმცა, რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“", ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ“.