logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები დაჩქარებული წესით კანონში ცვლილებას...
- +

26 დეკემბერი. 2018. 23:39

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაჩქარებული წესით მიიღოს კანონში ცვლილება, რომელიც მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ოცდახუთწლიანი ვადის ოცდაათ წლამდე გაზრდას გულისხმობს.

 

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ოცდახუთწლიანი ვადის ოცდაათ წლამდე გაზრდის თაობაზე.

 

ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, რათა გამოძიებული იქნეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმე“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner