logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სკოლებში ,,დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
- +

27 დეკემბერი. 2018. 00:06

 

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს ,,დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.

 

აღნიშნული ინიციატივა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს ,,დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner