logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
- +

25 თებერვალი. 2016. 10:46


საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.


დღეს,  ასევე, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  გვირგვინით შეამკობს.


საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე   სახელმწიფო უწყებების შენობებზე   დროშები ეშვება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner