logo_geo
eng_logo
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრეს
- +

27 დეკემბერი. 2018. 01:46

 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრეს. უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭომ გადაწყვიტა, დამატებითი სანქციები დაუწესოს რუსეთის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

 

შეზღუდვები დაუწესდება ლუგანსკსა და დონეცკში ე.წ. არჩევნების ორგანიზატორებს და ქერჩის სრუტის ინციდენტში მონაწილე სამხედროებს, მოსამართლეებს და სამართალდამცავებს.

 

ამასთან, უკრაინის უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით, ძალაში დარჩები საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, რუსეთის მოქალაქე მამაკაცები, რომელთა ასაკი 16-60 წლამდე მერყეობს, უკრაინაში შესვლას ვერ შეძლებენ. ასევე ძალაში დარჩა რუსეთთან საზღვრის გამკაცრებული კონტროლი.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის წინააღმდეგ სანქციები რუსეთმა გააფართოვა. რუსეთის ე.წ. შავ სიაში 500-ზე მეტი ფიზიკური და 70-ზე მეტი იურიდიული პირია შეყვანილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner