დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„ბოლო სამი კვირის განმავლობაში გრიპის მზარდი დინამიკა გვაქვს. თუ მანამდე ძირითადად იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, დღეს უკვე ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი და H1N1-ის შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3-ის შტამი.
სამწუხაროდ უკვე გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გრიპის სეზონზე, ყურადღებით ვიყოთ გრიპის მსგავსი ყოველგვარი ვირუსის სიმპტომებისადმი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.