logo_geo
eng_logo
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა შიმშილობა შეწყვიტეს
- +

27 დეკემბერი. 2018. 03:34

„შიმშილობის მე-13 დღეს, ზვიად გამსახურდიას შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს“, – ამის შესახებ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.

 

როგორც მან პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, შალვა თადუმაძე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას თანხმდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

 

გამსახურდიას თქმით, გენერალური პროკურორისგან მიღებული გარანტიები აძლევს საფუძველს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი თქმით, შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება.

 

ცოტნე გამსახურდია შეხვედრაზე ოჯახის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და გამოძიების სტრატეგია დაიგეგმება.

 

ამასთან, ცოტნე გამსახურდიამ მედიას მადლობა გადაუხადა მოვლენების გაშუქებისთვის

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner