პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კონსულტაციები საკითხზე არ გამართულა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ.