logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს
- +

27 დეკემბერი. 2018. 10:55

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კონსულტაციები საკითხზე არ გამართულა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

 

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner