logo_geo
eng_logo
ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით საქართველოს 339 255 მოქალაქემ 553 748 ვიზიტი განახორციელა
- +

27 დეკემბერი. 2018. 11:49

 

2017 წლის 28 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია მიიღო, 2018 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, 339 255 მოქალაქემ შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით 553 748 ვიზიტი განახორციელა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

 

მათივე სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი - 135 884 ვიზიტი გერმანიაში განახორციელეს; 80 520 ვიზიტით მეორე ადგილს იტალია იკავებს; მესამეს 68 807 ვიზიტით - საბერძნეთი; მეოთხე ადგილზე პოლონეთია - 42 054 ვიზიტით, ხოლო მეხუთე ადგილზე ესპანეთი - 40 914 განხორციელებული ვიზიტით.

 

ასევე, 39 120 ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში, 24 120 - უნგრეთში, კვიპროსზე - 18 258, ხოლო ავსტრიაში - 16 293.

 

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრების უფლება აქვთ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner