logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე
- +

27 დეკემბერი. 2018. 12:35

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. გოგიჩაიშვილის განცხადებით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა.

 

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ იქნება არჩეული. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, საკანონმდებლო ფილტრი. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პლუს პროფესიული. მე არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს, ის იყო ადეიშვილის მოსამართლე. ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაჩერდა, რადგან ჯერ უნდა იყოს გაწერილი მათი არჩევის კრიტერიუმი. იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას დღეს გაივლიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner