logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში რჩება
- +

27 დეკემბერი. 2018. 13:13

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მკურნალობას სტამბოლში, ამერიკულ ჰოსპიტალში განაგრძობს. პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ მიხეილ გიორგაძეს კლინიკიდან სავარაუდოდ იანვარში გაწერენ.

 

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ფილტვში სითხე ჩაუდგა, რის გამოც გიორგაძის კლინიკიდან გაწერამ რამდენიმე დღით გადაიწია.

 

მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner