logo_geo
eng_logo
სირიაში საქართველოს 14 წლის მოქალაქე დაიღუპა
- +

27 დეკემბერი. 2018. 13:48

 

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძეა.

 

„კვირის პალიტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე 25 დეკემბერს ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა.

 

„მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე „ჟღალი გენერლის“ თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში“, - ნათქვამია „კვირის პალიტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner