logo_geo
eng_logo
გაერო-ს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს
- +

21 მაისი. 2016. 15:17



გაერო-ს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული.



მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განცხადებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.



გაერო, იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კომფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადიუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner