logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი
- +

27 დეკემბერი. 2018. 14:36

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილის განცხადება ჩაიბარა.

 

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner