საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილის განცხადება ჩაიბარა.
„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.