logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა...
- +

27 დეკემბერი. 2018. 14:37

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა. მისივე თქმით, ესენია რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

 

„სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ჩვენ გვაქვს მომზადებული სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიცში იმყოფებოდა, სადაც ნახა საწარმო, რომელიც სტარტაპების დაფინანსების ფარგლებში გაიხსნა.

 

„მე ვფიქრობ, დღეს რაც ვნახეთ, არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, თუ რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენ პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო მალე შევძლებთ, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner