logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო დათვლილი
- +

27 დეკემბერი. 2018. 15:40

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო დათვლილი.

 

„ბუნებრივია, როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია არჩევნებში შესაძლო დარღვევაზე, ეს უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და დაიწყოს გამოძიება. თუმცა რაც მე წავიკითხე, ერთ ცოტა კომიკურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ვითომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო ზოგადად დათვლილი, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ საქმე გვქონდა დეზინფორმაციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არსებობს ეპიზოდი, სადაც ადგილი ჰქონდა გადაცდენას, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და პროკურატურა სწორედ ასეთ ჭრილში მოქმედებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner