დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი ძალიან მალე ახალ განცხადებას გააკეთებს.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კოღუაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიც განიხილეს.
„ძალიან მალე მოისმენთ განცხადებას დავით კოღუაშვილისგან", - განაცხადა ჭკუასელმა.