logo_geo
eng_logo
საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის
- +

27 დეკემბერი. 2018. 15:43

 

 

27 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა  25 182 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 19 118 ტონა იყო.

 

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (16 558 ტ) და უკრაინა (5 365 ტ), ასევე  სომხეთი (2 641 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელარუსი (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).

 

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 7 699 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 7 415 ტონას.

 

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

 

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელი ხაზიც (1501).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner