logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს
- +

27 დეკემბერი. 2018. 16:34

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუგებარია ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

 

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარალამენტო ფორმატში, ასევე პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას, საუბარი იყო პროცედურასა და კანდიდატებზე. პროცედურას რაც შეეხება, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. ბუნებრივია, ეს აფერხებს საქმეთა განხილვას უზენაეს სასამართლოში. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება კანდიდატებს, პოზიცია იყო იმაში, რომ უნდა განხილულიყო თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს იყო საერთო პოზიცია, მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, ასევე მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი არ ჩანს. ვერანაირი კავშირი ვერ დავინახე პროცედურასა და მის გადადგომას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner