logo_geo
eng_logo
შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

27 დეკემბერი. 2018. 17:17

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ე.ა. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 1982 წელს დაბადებული რ.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner