საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარი არის დანაშაული, რომელზეც რეაგირება უნდა მოყვეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
„რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი და მძაფრი იქნება ჩვენი რეაქცია, დაიღუპა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან რეაქცია იქნება ძალიან მძაფრი", - აცხადებს თედო ჯაფარიძე.